მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ოთხი სტუდენტი წავლას გერმანიაში გააგრძელებს
20 სექტემბერი 2018
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერასმუს პლუს პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ოთხი სტუდენტი: დიმიტრი თავბერიძე, ანა დოხნაძე, ქრისტინა ვაჩაძე და ანა ჩარკვიანი სწავლას გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში გააგრძელებენ.
პროგრამა სრულად ანაზღაურებს მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს.