მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ონლაინ სეზონური სკოლა

22 სექტემბერი 2021

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტსა და სომხეთის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას  მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ონლაინ სეზონურ სკოლაში.

საერთაშორისო ონლაინ სეზონური სკოლის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება დღეს  არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებთან დაკავშირებით.

სკოლის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, გაიზენჰაიმის უნივერისტეტის და სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კვალიფიციური ლექტორები განიხილავენ შემდეგ მიმართულებებს: მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის ბაზარი, ბაზრის კვლევა, ღვინის მარკეტინგი და ტურიზმი. სკოლის ფარგლებში ერთ დღეს ჩატარდება გერმანული ღვინოების დეგუსტაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

სეზონური სკოლის პროგრამა განკუთვნილია: მევენახეობა-მეღვინეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის მიმართულების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის.

პროგრამა შედგება შემდეგი სალექციო თემისაგან:

  • ეკონომიკა და ღვინის მსოფლიო ბაზრები
  • ღვინის ბაზრის კვლევა და მომხმარებლის ქცევა
  • ღვინის მარკეტინგი (პროდუქტის, კომუნიკაციის, ფასის და დისტრიბუციის პოლიტიკა
  • ღვინის ტურიზმის გამოწვევები
  • ადგილობრივი და ველური ვაზი საქართველოში
  • ქართული ღვინის მრავალფეროვნება - ღვინის რეგიონები, სახეობები, ჯიშები
  • ქვევრის ღვინის უნიკალურობა.

დეტალური განრიგი იხილეთ აქ.

ონლაინ სეზონური სკოლის ჩატარების პერიოდი:

2021 წლის 4 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა  წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • CV;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან.

შენიშვნა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

გთხოვთ, მსურველებმა 2021  წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

საკონტაქტო პირი:

ნინო კაჭარავა

n.katcharava@agruni.edu.ge  

595 80 82 59

მსგავსი სიახლეები