მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტები სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრნენ
21 ოქტომბერი 2015
აგრარული უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის საუკეთესო სტუდენტებს გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში აგზავნის.
სტუდენტების პირველი ნაკადი - მარიამ გაგოშიძე და დავით ბუჩუკური გერმანიაში 10 ოქტომბერს გაემგზავრა.
ევროკავშირის „ერასმუს პლუს" პროგრამის დაფინანსებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გერმანიაში შემდეგი ორი წლის განმავლობაშიც გაემგზავრებიან მევენახობა-მეღვინეობისა სპეციალობისა და ღვინის ბიზნესის სპეციალობებზე სასწავლებლად.