მევენახეობის დარგში საერთაშორისო კონსულტანტის ტრენინგი ჩატარდა
17 მაისი 2024
12 მაისს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ვენახის მავნებლების და დაავადებების ინტეგრირებული მართვა და მწვანე ოპერაციები.” ტრენინგს დაესწრო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრონომიის პროგრამების 70-მდე სტუდენტი და კურსდამთავრებული.
ტრენინგი ჩაატარა FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტმა მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასმა. ხულიო არის მევენახე ინჟინერი, რომელსაც აქვს ვენახის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთ (მის შესახებ მოკლე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მისი ვებ-პორტალებიდან).
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო მიზნებისათვის გაშენებულ ვენახში.
ტრენინგის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, ENPARD IV ის ფარგლებში და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025