მეხილეობის ინსტიტუტის წარდგენა

02 მაისი 2013

მეხილეობის მიმართულებით არსებული სამეცნიერო პრობლემატიკის გადაწყვეტის, პრაქტიკული კვლევების გაფართოებისა უნივერსიტეტის პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მიზნით, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს შეიქმნა მეხილეობის ინსტიტუტი.


აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით აგრარული უნივერსიტეტმა 2 მაისს, 14:00 საათზე ჩაატრა ღონისძიება: "მეხილეობის ინსტიტუტი - სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევების მთავარი მიმართულებები და განვითარების ძირითადი ასპექტები". 


ღონისძიებაზე წარადგინეს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო პროექტების ფარგლებში, 2012 წელს განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგები, ასევე გააცნეს დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები და პერსპექტიული პროექტები. ღონისძიებას დაესწრნენ ფერმერები, მკვლევარები, საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები, სამინისტროების წარმომადგენლები, საერთაშორისო პროექტების კოორდინატორები, აგრობიზნესით დაკავებული სხვა დაინტერესებული პირები. 

აგრარული უნივერსიტეტი, მოცემული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გეგმავს ორ-დღიანი მოკლე ინტენსიური კურსის მოწყობას მეხილეობაში, რომელიც გამიზნული იქნება როგორც დამწყებ, ასევე კვალიფიციურ ფერმერებზე , აგრონომებზე, სპეციალისტებზე და მეხილეობით დაინტერესებულ სხვა პიროვნებებზე. სასწავლო კურსის განმავლობაში განხილული იქნება ბაღის გაშენების, ჯიშების შერჩევის, მოვლა-მოყვანისა და შენახვის შემდგომი პირველადი დამუშავების პრაქტიკული და გამოყენებითი საკითხები. თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ლექციებს წაიკითხავენ მეხილეობის ინსტიტუტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები.

მსგავსი სიახლეები