მილანის უნივერსიტეტის ჯგუფის ვიზიტი კამპუსში

10 სექტემბერი 2016

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობის ჯგუფს 1 თვიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია მილანის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტო ფოსკინო (Roberto Foschino, Department of Food, Environmental and Nutritional Sciences, University of Milan) .

რობერტო ფოსკინო არის მიკრობიოლოგი. იგი აგრარულ უნივერსიტეტში ჩამოვიდა მეცნიერთა გაცვლითი პროგრამით, ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის “Yeasts for Sustainability for Viticulture and Enology” ფარგლებში.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია საქართველოს ღვინის საფუვრების შესწავლა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ლაბორატორიული და საველე სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები