მინერალური წყლის, "ლიკანი"-ს მარკეტინგის მენეჯერი ტუმრად კამპუსში

22 მაისი 2015

21 მაისს პროექტის "მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში"- ფარგლებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად ეწვია მინერალური წყლის ლიკანის მარკეტინგის მენეჯრი ნატა წერეთელი.

სტუმარმა სტუდენტებს უამბო ბრენდის შექმნის ისტორია და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილა წარმატების მიზეზები.

ასევე, გააცნო ლიკანის მარკეტინგული სტრატეგია და ყურადღება გაამახვილა პოზიციონირების მნიშვნელობაზე ნებისმიერი სახის რეკლამაში, ისაუბრა ბრენდის წარდგენისთვის შერჩეულ სწორ დროზე, კონკრეტული ფაქტების მიხედვით გადმოსცა კონკურენციის სხვადასხვა მეთოდები და ალტერნატიული გზები.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, სტუდენტებს კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ, რომლებსაც სტუმარილი ამომწურავად პასუხობდა.

ლექციის ორგანიზატორები იყვნენ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტები: ქეთევან ბიბილური, შოთიკო გუბეიშვილი, თამარ ცისკარიშვილი და ლევან დარჩიაშვილი.

პროექტს „მარკეტინგის მენჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარკეტინგის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

 

მსგავსი სიახლეები