მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს დასაქმება შესთავაზა

11 ივნისი 2015

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, იწვევს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს სტაჟირებაზე და სთავაზობს თანმაშრომლობას.

პროექტის გასაცნობად კამპუსს მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე ესტუმრა.

სტუმრის განცხადებით, სამინისტრო სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უშუალოდ მიიღონ მონაწილებობა დეპარტამენტის საქმიანობაში და ადგილზე გაეცნონ იმ პრაქტიკულ სამუშაოებს რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს დეპარტამენტი.

შეხვედრის ბოლოს მაია ბითაძემ სტუდენტებს უშუალოდ გააცნო პროგრამაში ჩართვის პირობები.

მსგავსი სიახლეები