მიშილ ვან სლაგერენის მოხსენება: "ხორბლის ახალი მონოგრაფია"

30 ოქტომბერი 2019

25 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში მოხსენებით წარსდგა კიუს ბოტანიკური ბაღის საპატიო მეცნიერ-მკვლევარი მიშილ ვან სლაგერენი თემით: "ხორბლის ახალი მონოგრაფია".
 
სპიკერი ფართოდაა ცნობილი ხორბლის მკვლევარებს შორის მონოგრაფიით ველურ ხორბლებზე, რომელიც მან 1994 წელს გამოაქვეყნა. ამჟამად მას მომზადებული აქვს კულტურული და ველური ხორბლის ახალი ტაქსონომიური სისტემა, რომლის ძირითადი მონახაზი წარმოადგინა სემინარზე. მოხსენებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჩვენთვის სხვა საინტერესო საკითხებზე.
 
ღონისძიება დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით "საქართველოს ენდემური და ველური ხორბლების კოლექციის აღდგენა, დახასიათება და დაცვა".

მსგავსი სიახლეები