მობილობაზე რეგისტრაცია დაიწყო

08 აგვისტო 2013

მობილობის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ.

თუ გსურს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გადმოსვლა, მაშინ 2013 წლის 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე უნდა გაიარო რეგისტრაცია და მოიპოვო ჩვენთან  მობილობის უფლება. მხოლოდ ამის შემდეგ გაივლით ჩვენთან შიდა პროცედურებს. 

 

მას შემდეგ რაც, თქვენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან  მოიპოვებთ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, რეგისტრაციისთვის უნდა მოხვიდეთ დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.     

რეგისტრაციისთვის აუცილებელი  დოკუმენტები: 

  1. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)
  2. გავლილი საგნების სილაბუსები
  3. პირადობის მოწმობის ან  პასპორტის ასლი
  4. ელექტრონული სურათი  (3/4)

აგრარული უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზე გადმოსასვლელად წარმატებით უნდა გაიაროთ გასაუბრება. 

 

იმისათვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღო და გაეცნო აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებელობებსა და პირობებს - შეავსე მარტივი ფორმა და მოითხოვე ინფორმაცია. ჩვენ მუდმივად მოგაწვდით მობილობასთან დაკავშირებულ სიახლეებს.

 


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 577 18 99 44 ნინო ცერცვაძე

ელ.ფოსტა: n.tsertsvadze@agruni.edu.ge

 

მსგავსი სიახლეები