მორიგი გრანტი კვლევისთვის
09 აგვისტო 2017
ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტმა მოიპოვა ერთობლივი გრანტი "ახალი ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე - სამედიცინო დანიშნულების მრავალფნქციური ბიომასალები".
პროექტი მიმართულია ახალი, დადებითად დამუხტული, ბიოდეგრადირებადი პოლიმერების (პოლიკატიონების) სინთეზსა და კვლევაზე.
ასეთ პოლიმერებს აქვთ მაღალი პოტენციალი თერაპიასა და ბიოინჟინერიაში გამოყენებისათვის.
გრანტი ორწლიანია და მისი ბიუჯეტი 70 000 აშშ დოლარს შედადგენს.