მორიგი გრანტი - პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა

16 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა".
 
ჭარბწონიანობა ინდუსტრიული ქვეყნებისათვის მწვავე პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, კვების დროს ცხიმების შეთვისების შესამცირებლად პანკრეატული ლიპაზას აქტივობის ინჰიბირება მედიცინაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად.
 
დღეისათვის ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს ახალ ბუნებრივ ანტილიპაზური პრეპარატზე, რათა შემდგომში ის გამოიყენონ ჭარბწონიანობის სამკურნალოდ. კვლევის მიზანია ადამიანის პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა ბუნებრივი ნაერთების საფუძველზე. შაბლონურ მოლეკულად აღნიშნულ კვლევაში განიხილება მცენარეული პოლიფენოლებისა და ტრიგლიცერიდების ნაერთი. პროექტის შედეგები წარმოადგენს განსაკუთრებულ ინტერესს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რადგან ჭარბი წონა ამ ადამიანებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
 
პროექტის ბიუჯეტი ბიუჯეტი - 140 000 ლარია.
 
პროექტის ხელმძღვანელი: აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის პროგრამის ხელძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან გულუა;
პროექტის კოორდინატორი - მერაბ ჟღენტი;
ძირითადი პერსონალი - თამარ თურმანიძე.

მსგავსი სიახლეები