მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა

09 ივნისი 2013

10 და 11 ივნისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართება (პირველი სხდომა 2013 წლის 4 და 5 ​თებერვალს ჩატარდა). ​​მსგავსი სხდომები ჩატარდება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, რაც უნივერსიტეტების წინსვლისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. 

სხდომაზე განხილული იქნება უნივერსიტეტების ცხოვრებაში სხდომებს შორის ​ განვითარებული მოვლენები, უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო გეგმები, თანამშრომლობა ამერიკულ უნივერსიტეტებთან კვლევისა და სწავლების საკითხებში.

სხდომებს დაეწრებიან უნივესიტეტების მმართველობის, პროფესურის წარმომადგენლები და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საერთო საბჭოს შემდეგი წევრები:

  • საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი ჯეიმსტომსონი (Jim A. Thomson) - რენდ კორპორაციის (RAND) მეოთხეპრეზიდენტი 1989-2011 წლებში. ამჟამად, ბ-ნი ტომსონი არის საპატიო პრეზიდენტი და რენდის სადოქტორო სკოლისპროფესორი.
  • საბჭოს წევრი ბ-ნი გეილბიუქენანი (Gale A. Buchanan) - ჯორჯიის უნივერსიტეტის აგრარული სკოლისყოფილი დეკანი. აშშ სოფლის მეურნეობის მინისტრის (USDA) მოადგილე.
  • საბჭოს წევრი ბ-ნი რორიჰიუმი (Wyatt R. Hume) - ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ყოფილიპრეზიდენტი (რექტორი), ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) და არაბეთის გაერთიანებული ემირატების უნივერსიტეტის (UAEU) ყოფილიხელმძღვანელის მოადგილე. ამჟამად, მსახურობს კატარის ფონდში.
  • საბჭოს წევრი ბ-ნი ნილ სმატრესკი (Neill J. Smatresk) - ნევადის უნივერსიტეტის (UNLV)  პრეზიდენტი.

​სხდომას ვერ ესწრება საბჭოს ერთი წევრი: ​ - პოლ ო'ნილი (Paul O'Neal) ფინანსთა მინისტრი (US Secretary of Treasury). კორპორაცია ალკოას (Alcoa, USA) ყოფილი პრეზიდენტი.​

მსგავსი სიახლეები