მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს სხდომა კამპუსში

16 ივნისი 2014

16 ივნისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მსგავის ტიპის სხდომები წელიწადში ორჯერ ტარდება და მიზნად უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას ისახავს.

მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად სასწავლებლების განვითარების სამომავლო გეგმებს და ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

საერთაშორისო საბჭო 5 წევრისგან შედგება:

  • საბჭოს თავმჯდომარე - ჯეიმს ტომსონი (Jim A. Thomson) - რენდ კორპორაციის (RAND) მეოთხე პრეზიდენტი 1989-2011 წლებში. ამჟამად, ბ-ნი ტომსონი არის საპატიო პრეზიდენტი და რენდის სადოქტორო სკოლის პროფესორი.
  • გეილ ბიუქენანი (Gale A. Buchanan) - ჯორჯიის უნივერსიტეტის აგრარული სკოლის ყოფილი დეკანი. აშშ სოფლის მეურნეობის მინისტრის (USDA) მოადგილე.
  • რორი ჰიუმი (Wyatt R. Hume) - ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი (რექტორი), ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) და არაბეთის გაერთიანებული ემირატების უნივერსიტეტის (UAEU) ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე. ამჟამად მუშაობს ყატარის ფონდში.
  • ნილ სმატრესკი (Neill J. Smatresk) - ნევადის უნივერსიტეტის (UNLV) პრეზიდენტი.
  • პოლ ო'ნილი (Paul O'Neal) ფინანსთა მინისტრი (US Secretary of Treasury). კორპორაცია ალკოას (Alcoa, USA) ყოფილი პრეზიდენტი.[1]

საერთაშორისო საბჭოს წევრები ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩთან.

ასევე, შეხვდებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს.


[1]ამ შემთხვევაში საბჭო საქართველოს პოლ ო'ნილის გარეშე ესტუმრა.

მსგავსი სიახლეები