მუხრანის სკოლა ექსკურსიაზე

28 ნოემბერი 2013

28 ნოემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს მუხრანის სკოლიდან მოსწავლეები ესტუმრნენ, რომლებმაც დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, თევზსაშენი და სასწავლო აუდიტორიები. შემეცნებითი ტურის შემდეგ მოსწავლეებს ელექტოფიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, აკაკი ფაღავამ ლექცია ჩაუტარა, რომელზეც ისაუბრა ინჟინერიის მიმართულების მნიშვნელობაზე. მოსწავლეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ ელექტონიკის ლაბორატორიაში ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის ცდები. შემეცნებითი ტურის შემდეგ მოსწავლეებს საჩუქარად დაურიგდათ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის მაისურები.

მსგავსი სიახლეები