კამპუსში ჩატარდა წიგნის – „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ – პრეზენტაცია.
28 აპრილი 2023
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში კამპუსში ჩატარდა წიგნის – „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ – პრეზენტაცია.
ენციკლოპედიის ავტორია ია ფიფია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი.
„გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ გენეტიკის საკვანძო ცნებებისა და ტერმინების განმარტებითი, ინფორმატიული და სისტემატიზირებული გზამკვლევია. ნაშრომი აერთიანებს გენეტიკისა და მისი მომიჯნავე ბიოლოგიური დისციპლინების ტერმინთა განმარტებებს, ილუსტრაციებისა და ცხრილების დანართს, თანამედროვე, დინამიკურად განვითარებადი ბიოლოგიური მეცნიერების დისციპლინებში ფართოდ გამოყენებული ელექტრონული რესურსების ჩამონათვალს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენებისა და კვლევების ქრონოლოგიურ ნუსხას, გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე გენეტიკასა დამოსაზღვრე დარგებში განხორციელებული კვლევებისათვის გაცემული ნობელის პრემიების ჩამონათვალს, ქართულ და ინგლისურ ტერმინთა საძიებელს.
წიგნი გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025