ნიადაგების საერთაშორისო წლის აღნიშვნა საქართველოში

28 დეკემბერი 2015

ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო კავშირი - IUSS აერთიანებს 60 000 მეტ ნიადაგმცოდნეს 143 ქვეყნიდან. ყოველთვიურად ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო კავშირი გამოსცემს ბიულეტენს, რომელშიც ქვეყნდება ინფორმაცია ნიადაგმცოდნეობაში მსოფლიოში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ამა წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული მოსწავლეთა ოლიმპიადის შესახებ. ასეთი ოლიმპიადა მოსწავლეებს შორის მსოფლიოში ჩატარდა პირველად.

მას შემდეგ, რაც გაერომ 2015 წელი ნიადაგების საერთაშორისო წლად გამოაცხადა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტმა საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებასთან და პროფესიონალური ქიმიკოსების ასოციასთან ერთად 2015 წლის 6 ნოემბერს ჩაატარეს რესპუბლიკური ოლიმპიადა მოსწავლეებს შორის - "დედამიწა ჩვენს სახლში".

ოლიმპიადის მიზანია საჯაროობის გაზდრა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის), ხელი შეუწყონ აგრარული მეცნიერების აღიარებას და მათი მნიშვნელობის გაგებას, გაზარდონ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიის დაცვის გაგება.

ილიმპიადა 2 ტურად ჩატარდა და მასში 95-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც შემდეგი ტურისთვის ჟიურიმ 27 შეარჩია.

ფინალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამუსმა უნასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსწავლემ. მათ წინასწარ შერჩეულ 3 საკითხზე უნდა ემუშავათ:

• ნიადაგის მორფოლოგიური ნიშნები;
• ნიადაგის ეროზია და დეგრადაცია;
• აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგები - მოკლე აღწერა.

ამოცანა შესრულდა ორ აკადემიურ საათში.

გამარჯვებულები დაჯილდოვნდნენ სერტიფიკატებით.

 

მსგავსი სიახლეები