"ნიკორა" აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიას დააწესებს
20 აპრილი 2018
კომპანია "ნიკორა" აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ოთხ სტუდენტს სტიპენდიას დაუნიშნავს.
საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 2 მესამე და 2 მეოთხეკურსელი კომპანიისგან ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმზე "ნიკორა" დასახელდა სტუდენტების მხარდამჭერ წლის კომოანიად.