ნიკუ პოპესკუს საჯარო ლექცია

08 აპრილი 2014

10 აპრილს 16:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში (321-ე აუდიტორია) ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის (პარიზი) უფროსი მკვლევარი, ნიკუ პოპესკუ, წაიკითხავს საჯარო ლექციას ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპა ყირიმის კრიზისის შემდეგ.

ნიკუ პოპესკუ სხვადასხვა დროს მოშაობდა მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მრჩეველად ევროპულ საკითხებში, იყო უფროსი მკვლევარი საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ლონდონის ოფისში და ასევე ბრუსელის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში.

მას ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მინიჭებული აქვს დოქტორის წოდება.

მისი კვლევის ობიექტებია: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა სეპარატისტული კონფლიქტები და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენათა განვითარების ტენდენციები და სხვა.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მსგავსი სიახლეები