ნივთიერებათა ცვლის გლობალური რეგულაცია

12 ოქტომბერი 2016

13 ოქტომბერს 15:00-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ნივთიერებათა ცვლის გლობალური რეგულაცია.

ინტენსიური მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა სიცოცხლის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა, ორგანიზმის სიცოცხლეში არის გარკვეული პერიოდი, როდესაც მეტაბოლიზმი მკვეთრად მცირდება ან თითქმის წყდება, შემდეგ კი კვლავ ჩვეულბრივ დონეს უბრუნდება. მაშასადამე, უნდა არსებობდეს მეტაბოლიზმის გლობალური რეგულაციის მექანიზმები. ამ მექანიზმების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სიცოცხლის ძირეული თვისებების გასარკვევად, არამედ მრავალი დაავადებების სამკურნალოდ.

საჯარო ლექციას წაიკითხავს თეიმურაზ კურცხალია, მაქს-პლანკის ინსტიტუტის (დრეზდენი, გერმანია), თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბანგალორის (ინდოეთი) ნაციონალური ბიოლოგიური ცენტრის გამორჩეული პროფესორი.

დასწრება თავისუფალია

მსგავსი სიახლეები