ნოდარ ტარასაშვილის სახელობის სამეცნიერო კონფერენცია

25 თებერვალი 2016

19 თებერვალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ნიადაგთმცოდნეთა საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის - ნოდარ ტარასაშვილის დაბადების 85 წლისთავს.

კონფერენციაზე მოისმინეს მოხსენებები პროფესორ ნოდარ ტარასაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, გლობალურ დათბობასა და ფიჭვნარებში დეპონირებული ნახშირბადის, ნიადაგების ეკოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე, კლიმატური ცვლილებების გავლენაზე ტყის მავნებელ-დაავადებებზე, საქართველოს დამლაშებულ ნიადაგებზე, ნიადაგების კლასიფიკაციის თანამედროვე პრობლემებზე და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ნოდარ ტარასაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილები პროფესორ ვ. ბლუმის (ავსტრია), პროფესორ ჯ. ბეჩის (ესპანეთი), პროფესორ თ. გოქტურკის (თურქეთი), პროფესორ ვ. ტარგულიანის (აშშ), პროფესორ ი. ხუზმიევის (რუსეთი), აკადემიკოს გ. მამედოვის (აზერბაიჯანი), პროფესორ - უ. კაზარიანის (სასომხეთი), მ. ლოვერას და ა. ლალეტინის (მსოფლიო სატყეო კოალიცია), პროფესორ ა. ტიშკობისა და დოქტორ რ. გრაჩევას (გეოგრაფიის ინსტიტუტის, მოსკოვის) წერილები.

მოგონებებით გამოვიდნენ პროფესპრ ნ. ტარასაშვილის კოლეგები, მეგობრები და სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები