ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიპიადაში გამარჯვებულები

15 აპრილი 2015

2015 წლის 4 აპრილს ჩაღლარის (თურქეთი) საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის მიერ დემირელის კოლეჯში ჩატარდა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკური მე-8 ოლიმპიადა. რესპუბლიკური ოლიმპიადა ამავდროულად წარმოადგენს საერთაშორისო ოლიმპიადის "IYIPO-2015" შესარჩევ ტურს.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის 69-ე საჯაროს სკოლასთან. ურთიერთანამშრომლობის შედეგად მომზადებული იქნა პროექტი „მაკროციკლური აზომეთინური საღებრები", რომელიც ოლიმპიადაზე წარადგინეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა ნინო ჩუბინიძემ და აიდა გამბაროვმა (ქიმიის პედაგოგი ნონო ჭელიძე, პროექტის კონსულტანტი თეა მათითაიშვილი). პროექტმა პირველი ხარისხის სიგელი მიიღო და წარდგენილ იქნება 1-3 მაისს საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

IYIPO თავს უყრის ნიჭიერ გამომგონებლებს, შესაძლებლობას აძლევს მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ სამეცნიერო პროექტები, შეაფასებინონ საკუთარი ნამუშევრები კვალიფიციურ ჟიურის. მონაწილეები კონკურენციას უწევენ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსგავსი სიახლეები