ნუცა ბესაშვილი ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
22 ოქტომბერი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტი და ექოსკოპისტი ნუცა ბესაშვილი ესტონეთში იმყოფება და ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის.
პროფესიული გადამზადება შესაძლებელი გახდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნუცა გადის 7-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს წვრილი ცხოველების მედიცინის მიმართულებით, რომლის მოცულობაც 10 კრედიტს შეადგენს. პრაქტიკული კურსი ტარდება ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც გამოცდილი ექიმები მონაწილეებს მენტორობას უწევენ, უზიარებენ ცოდნას და ხელს უწყობენ მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ნუცამ პროფესიული პრაქტიკა დაიწყო 29 სექტემბერს და ის გაგრძელდება 17 ნოემბრამდე.
მისი გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ფარავენ კლინიკა ვეტერინარიუმი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026