ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში

27 მარტი 2017

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა  და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ჩატარდა მოსწავლეთა რესპუბლიკური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში „დედამიწა ჩვენი სახლია“ .

ოლიმპიადის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია; აგრარული მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება; გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება.

ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 132-მა მოსწავლემ, რომელთაგან, კომპეტენტური ჟიურის მიერ, შემდეგი ტურისთვის შერჩეულ იქნა 47 მონაწილე.

ჟიურიმ შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები,  რის შედეგადაც მონაწილეებს გადაეცათ I, II, III  ადგილის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები