ოლიმპიელები ბაზალეთის სასწავლო ცენტრში

29 მარტი 2016

გასული წლების მსგავსად, წელსაც, 16-27 მარტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებითა და დაფინანსებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბაზალეთის სასწავლი ცენტრში გაიმართა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადასული აბიტურიენტებისთვის გაცნობითი დღეები.

მე-12 კლასელებს ლექტციები ჩაუტარეს უნივერსიტეტების ბიზნესის, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლების და საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტისა ლექტორებმა.

ჯამში წელს ბაზალეთმა 300-მდე აბიტურიენტს 4 ნაკადად უმასპინძლა.

მათი დიდი ნაწილი სწავლის გაგრძელებას თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტშ აპირებს.

მსგავსი სიახლეები