ოლიმპიელები ბაზალეთზე

13 იანვარი 2014

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ მეთორმეტე კლასელებს იწვევს 3 დღით ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სასწავლო-შემეცნებით სემინარებზე.

ყველა თქვენგანს აქვს შანსი გაატაროს დაუვიწყარი და შინაარსიანი 3 დღე ბაზალეთის სასწავლო ცენტრში საინტერესო, მრავალფეროვან და ხალისიან გარემოში, დაესწროს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორების მიერ სპეციალურად ჩატარებულ ლექციებს, შეიტყოს რაც შეიძლება მეტი მომავალი პროფესიის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები გახდება ცნობილი, თქვენ უკვე შეგეძლებათ გაიაროთ რეგისტრაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე.

სამდღიანი სასწავლო-შემეცნებითი სემინარები დაიწყება თებერვლის მეორე ნახევრიდან და ჩატარდება ბაზალეთის სასწავლო-საცხოვრებელ ცენტრში, რომელიც მდებარეობას ბაზალეთის ტბასთან. ცენტრი ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, სხვადასხვა ტიპის ტრეინინგებს, სემინარებს, კონფერენციებს და სხვა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 20 09 01

მსგავსი სიახლეები