ოლიმპიური ნაკრების წვრთნები დამთავრდა
19 ივლისი 2015
საერთაშორისო ოლიმპიადის ICHO-2015 საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა წინა საოლიმპიადო შეკრება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიარა.
წვრთნები 3 ივლისს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. შეკრების დროს ოლიმპიური ნაკრების წევრები და რეზერვისტები დღეში 8-10 საათიან მეცადინეობებს გადიოდნენ.
საქართველოს ნაკრები მომზადებაში, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიას. ასევე, მწვრთნელებს: ვახტანგ კურცხალიას, თინათინ ბუთხუზს და ემზარ ლომიძეს.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: ელგუჯა გოჯიაშვილი, ლუკა მალაშხია, გიორგი მეშვილდიშვილი და არმაზ ცუცქირიძე. რეზერვისტები არიან: ალექსანდრე ფიჩხაზე, საბა თავდგირიძე, ნიკა კუტალია და ეთერ ქურდაზე.
ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბაქოში დღეს, 20 ივლისს გაემგზავრება.