პარალელური სამყარო სტუდენტებისგან
08 ივლისი 2015
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მორიგი ვირუსული ვიდეორგოლი შექმნეს, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და სოციალურ ქსელებში ბევრი მოწონება (Like) მიიღო.
რამდენიმე თვის წინ გამოსულმა არსარსებული ტელეფონის (Iღე - S1 და სხვა მრავალი) ვიდეოს შემქნელებმა ახალი რგოლი პარალელურ სამყაროს მიუძღვნეს.
კლიპის ბოლოს ვიგებთ, რომ ვიდეო მათივე დაფუძნებული სარეკლამო კომპანიის სარეკლამო რგოლია.
სტუდენტებს საკუთარი კომპანიის დაარსების იდეა წინა ვირუსული რგოლის წარმატების შემდეგ გაუჩნდათ.
პარალელური სამყარო-ს შემქნელები არიან:
სცენარის ავტორი და რეჟისორი - ზიად ალიევი - აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ასევე, ბაკო ქუმსიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი და ნიკოლოზ გრძელიშვილი, რომელიც წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VADS) აბარებს.
რგოლზე ასევე მუშაობდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები:
გვანცა ღვედაშვილი, რატი ხაზალია, დავით იოსავა, გურამ თოიძე, ნიკა მაკარაშვილი, დათო ჭელიძე და რეზო ჭანიშვილი.