PCR ტესტირება ვეტერინარიუმში
27 აგვისტო 2025
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში - მოლეკულური დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე და პასუხი 1 საათში.
სექტემბრიდან კლინიკა ვეტერინარიუმში შესაძლებელი იქნება PCR (Polymerase Chain Reaction/პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირების ჩატარება, რაც წარმოადგენს მოლეკულური დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მაღალტექნოლოგიურ მეთოდს.
PCR-ის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს მის უნარში, ზუსტად და ძალიან ადრე აღმოაჩინოს ინფექციური და პარაზიტული პათოგენები, მაშინაც კი, როდესაც კლინიკური ნიშნები ჯერ არ არის გამოვლენილი.
ტესტირება ჩატარდება სამხრეთ კორეული კომპანიის, BIONOTE-ის მიერ წარმოებული Vcheck M10 მოწყობილობით. ეს არის რეალურ დროში მოქმედი PCR ანალიზატორი (real-time PCR analyzer), რომელიც სპეციალურად შექმნილია ვეტერინარული მიზნებისთვის. მწარმოებელი კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.bionote.co.kr/index_en.html
Vcheck M10 წარმოადგენს დახურულ, სრულად ავტომატიზებულ სისტემას, რომელიც აერთიანებს ნუკლეინის მჟავის ექსტრაქციას, ამპლიფიკაციასა და გამოვლენას ერთ ინტეგრირებულ პროცესში. შედეგების ჩვენება ხდება მოწყობილობის ეკრანზე, ხოლო მონაცემები ინახება სისტემის მეხსიერებაში.
Vcheck M10-ის ძირითადი უპირატესობებია:
- სწრაფი და ზუსტი შედეგი - ტესტის პასუხი ხელმისაწვდომია 1-1.5 საათში. პროცესის სრული ავტომატიზაცია გამორიცხავს ტექნიკურ შეცდომებს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის შედეგებს
- სპეციალიზირებული ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის - შესაძლებელია სხვადასხვა ინფექციური და პარაზიტული დაავადების დიაგნოსტიკა შინაურ ცხოველებში, მათ შორის: ერლიხიოზი, ანაპლაზმოზი, ბაბეზიოზი, გიარდიოზი და სხვა
- ჰიგიენური და უსაფრთხო პროცესი - დახურული სისტემა ხელს უშლის ბიოლოგიური მასალის გავრცელებას და იცავს როგორც პერსონალს, ისე გარემოს
- მარტივი გამოყენება - საჭიროა მხოლოდ ნიმუშის კარტრიჯში ჩაწვეთება და მისი მოთავსება მოწყობილობაში. დანარჩენს სისტემა თავად ასრულებს წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად
- შედეგების ციფრული არქივირება და მართვა - ტესტების მონაცემები ინახება მოწყობილობის მეხსიერებაში (5 000 ტესტი) და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ექსპორტი USB ან ქსელური სისტემით
PCR ტესტირება არის ოქროს სტანდარტი მოლეკულურ დიაგნოსტიკაში, რადგან: - პათოგენის გენეტიკურ მასალას (DNA ან RNA) აიდენტიფიცირებს და არა ანტისხეულს
- შედეგს ადრეული ინფექციის ეტაპზეც იძლევა, რაც სწრაფ ტესტებში ხშირად შეუძლებელია
- მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ახასიათებს, რაც ამცირებს ცრუ-დადებითი და ცრუ-უარყოფითი პასუხების ალბათობას
- ადაპტური იმუნური პასუხის განვითარებას არ საჭიროებს და შესაბამისად ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, როცა ორგანიზმს ჯერ არ გამოუმუშავებია ანტისხეულები
საიმედოა როგორც დასაწყისში, ასევე გართულებული კლინიკური შემთხვევების მონიტორინგისთვის
მსგავსი სიახლეები
22 ოქტომბერი 2025
ზორგის ისტორია
22 ოქტომბერი 2025
ნუცა ბესაშვილი ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
15 ოქტომბერი 2025
Veterinarium-ს საკუთარი თანამედროვე კლინიკური ლაბორატორია აქვს
14 ოქტომბერი 2025
შპიცი ბიბი
13 ოქტომბერი 2025