პირველკურსელთა რეგისტრაცია

26 აგვისტო 2015

გილოცავთ! თქვენ საუკეთესოთა შორის ხართ!

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაცია ჩატარდება 11 (აუდიტორია 200), 12 (აუდიტორია 200), 13 (აუდიტორია 218) სექტემბერს 12:00 ან 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240).

რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები:

  • ატესტატი (დედანი)
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 18 სექტემბრისა.

 

მსგავსი სიახლეები