პირველკურსელთა რეგისტრაცია

20 ივლისი 2013

აგრარული უნივერსიტეტის, 2023-2024 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

 

1. პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციასრომელიც დაიწყება 7 სექტემბერს 14:00-ზე და დასრულდება 8 სექტემბერს 22:00-ზე მითითებულ ბმულზე.

ელექტრონული რეგისტრაციისას პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტების ელ-ვერსიები: 

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სკოლის ატესტატი

 

პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებულია

 

2. მეორეეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) 12 და 13 სექტემბერს 16:00-ზე

AUDITORIUM MAGNUM-ში. კონკრეტული განრიგის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის პირველი ეტაპის შემდეგ ინდივიდუალურად გეცნობებათ. 

პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:  

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:

  • ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება. 
  • მშობლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

 

პირველკურსელებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ თარიღებში მშობლის/მინდობილი პირის თანხლებით მოსვლას, საშუალება ექნებათ წაიღონ ხელშეკრულება და ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარონ ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 20 სექტემბრისა. 

 

საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) 13 სექტემბერს 16:00-ზე AUDITORIUM MAGNUM-ში. თან უნდა იქონიოთ:

  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • პირადობის მოწმობისან პასპორტის ასლი
  • ელექტრონული სურათი (3/4)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მსგავსი სიახლეები