პიტბულს დაუდგინდა იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა და მონტეჯის ტიპის მოტეხილობა
23 მაისი 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკა Veterinarium-ში პიტბულს დაუდგინდა მარცხენა კიდურის იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა, ხოლო მარჯვენა კიდურზე — მონტეჯის ტიპის მოტეხილობა (იდაყვის ძვლის პროქსიმალური ან შუა მესამედის მოტეხილობა, რომელსაც თან ახლავს სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობა).
მოტეხილობის სამკურნალოდ, რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა: მარცხენა და მარჯვენა კიდურზე განხორციელდა იდაყვის სახსრის იოგების პროთეზირება წრეწირული ნაკერით, ხოლო მარჯვენა იდაყვის ძვალს ასევე დაემატა კომბინირებული მეტალოოსტეოსინთეზი Tension Band-ის მეთოდით.
ნებისმიერი ოპერაციის შემთხვევაში არსებობს გართულების ალბათობა და ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქირურგს შეეძლოს მისი სწორად მართვა. იმპლანტის ინფიცირება თანამედროვე ქირურგიაში გავრცელებული მოვლენაა და ის შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. რისკის ფაქტორებში შედის პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობა, ოპერაციის ხანგრძლივობა, არსებული ქრონიკული ინფექციები და ბიოფილმის ფორმირება, რომელიც ართულებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას და სხვა. ამ შემთხვევაში იმპლანტის ინფიცირების გამო, შეხორცების შემდეგ განხორციელდა იმპლანტების ამოღება. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, მსგავსი ოპერაციების შემთხვევაში კლინიკებს, რომლებსაც 5%-ზე ნაკლები აქვთ ინფიცირების შემთხვევები, ინფექციქცის მართვის მხრივ კარგ კლინიკებად მიიჩნევა.
ოპერაცია ჩაატარა ჩვენი კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, რომელსაც გამორჩეული გამოცდილება აქვს რთული ორთოპედიული დაზიანებების მკურნალობაში. მას ასისტირებას უწევდა ვეტერინარი ბარბარე ქურციკიძე, ხოლო ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ უზრუნველყო პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი ოპერაციის განმავლობაში.
პოსტს თან ერთვის ოპერაციის წინა და შემდგომი რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც აშკარად აჩვენებს მოტეხილობის სიმძიმეს ჩარევამდე და მიღწეულ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ოპერაციის შემდეგ.
პაციენტის რეაბილიტაცია წარმატებით წარიმართა და ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს. იხილეთ მისი თანდართული ფოტო.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026