პოლონელი მეცნიერი ედუარდ არსენიუკი კამპუსში

21 აგვისტო 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს პოლონელი მეცნიერი ედუარდ არსენიუკი და PhD სტუდენტი აგნეშკა მაციეჟევსკა ეწვივნენ, დაათვალიერეს მუზეუმი და ლაბორატორიები და შეხვდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორს, ვახტანგ ლეჟავას.

პოლონეთის ეროვნული ინსტიტუტის მცენარეთა შეჯვარებისა და აკლიმატიზაციის ინსტიტუტის დირექტორიმა, პროფესორმა ედუარდ არსენიუკმა გამართა პრეზენტაცია თემაზე - პოლონეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის, მცენარეთა შეჯვარებისა და აკლიმატიზაციის ინსტიტუტის წვლილი სოფლის მეურნეობაში - კვლევა, განვითარება და ინოვაცია.

აგნეშკა მაციეჟევსკას პრეზენტაცია კი შეეხებოდა Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus გამოწვეული კარტოფილის რგოლური სიდამპლის კვლევას.”

მეცნიერები მონაწილეობენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთობლივ პროექტში: „კარტოფილის რგოლოვანი სიდამპლის გამომწვევი პათოგენის Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus მრავალფეროვნება საქართველოში “ (CRDF-DTRA, GRCRGP, A60958).

მსგავსი სიახლეები