პრეზენტაცია "სტუდენტური ექსპედიცია ირანში"

23 დეკემბერი 2013

ექსპედიცია განხორციელდა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ბაზაზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ცოდნის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქართული ენა საზღვარგარეთ – ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში" ფარგლებში.

წიგნი და ფილმი ასახავს სტუდენტების შრომისა და კვლევის შედეგებს. ესაა მცდელობა, მათი თვალით დანახული ფერეიდანი და, ზოგადად, ირანი "აღმოაჩინონ" ახალგაზრდა ქართველმა მკითხველებმა და მაყურებლებმა,
დაინტერესდნენ ამ ქვეყნით და ფერეიდნელი ქართველების ბედით.

სტუდენტებმა იმუშავეს ფერეიდნის სოფლებში, ვიდეო საშუალებებით გადაიღეს ფერეიდნელთა ყოფაცხოვრების ამსახველი მასალა, მოიპოვეს ქართული მეტყველების ნიმუშები. ექსპედიციის დიალექტოლოგიური ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ეწვივნენ ფერეიდნის უნივერსიტეტს, შედგა საინტერესო შეხვედრები პროფესორ–მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. 

ექსპედიციის მეორე ნაწილი დაეთმო ირანის ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების დათვალიერებას და შესწავლას. სტუდენტები იყვნენ ისპაჰანში, შირაზში, ფასარგადში, პერსეპოლისში, სუზაში, ქერმანშაჰში, ჰამადანსა და თეირანში. ეწვივნენ თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის შესწავლის ცენტრს.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია ექსპედიციის მონაწილეებსა და სტუმრებს შორის. 

ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის #240, საკონფერენციო დარბაზი 

მსგავსი სიახლეები