პროექტი "ერთადერთი დედამიწა" გრძელდება
08 აპრილი 2014
აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი "ერთადერთი დედამიწა".
8 აპრილს პროექტის ფარგლებში აკადემიკოსმა თენგიზ ურუშაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია "საქართველოს ნიადაგები - სიამაყე და ტკივილი".
ლექციას საკმაოდ ბევრი, 100-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ბოლოსკენ გაიმართა დისკუსია.
პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.