პროექტის - დანიო რერიო როგორც ახალი მოდელი PARP კვლევებისთვის

20 თებერვალი 2020

პროექტის სახელწოდება: დანიო რერიო როგორც ახალი მოდელი PARP კვლევებისთვის

პროექტის ხელმძღვანელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ცხოველთა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

პროექტის ბიუჯეტი: 160 000 ლარი

მოკლე ანოტაცია: პოლი (ADP-რიბოზა) პოლიმერაზა-1 (PARP-1) ბირთვული ცილაა, რომელიც აკატალიზებს ADP-რიბოზის პოლიმერების NAD+ დამოკიდებულ მიერთებას სხვადასხვა ბირთვულ ცილაზე. ამჟამად, PARP-1 წარმოადგენს სამიზნეს სიმსივნის თერაპიაში. ეს ენზიმი ინტენსიურადაა შესწავლილი ძუძუმწოვრების სამოდელო სისტემებზე, მაგრამ სხვა ხერხემლიანებში იგი შეუსწავლელი რჩება. ჩვენს მიერ ჩატარებულ წინარწარ კვლევებში კომერციულად ხელმისაწვდომმა ძუძუმწოვრების ანტი-PARP-1 ანტისხეულმა ვერ გამოავლინეს PARP-1 ცილა, თუმცა PARP-1-ის არსებობა Danio rerio-ის ზრდასრულ ინდივიდებში და ემბრიონებში Activity Blot-ის საშუალობით დავადგინეთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ მიზნად ვისახავთ Danio rerio-ის სპეციფიური ანტისხეულების გენერაციას და PARP-1 და PARG ინჰიბიტორების გამოყენებას რათა დავადგინოთ PARP-1 და ADP-რიბოზილირების როლი Danio rerio-ში. მიღებული ცოდნა დაგვეხმარება ძუძუმწოვრებში და თევზებში PARP-1-ის და PARG-ის ფუნქციების მსგავსობების გამოვლენაში და ამგვარად წარადგენს Danio rerioს, როგორც ახალ მოდელს PARP-ბიოსამედიცინო კვლევებისთვის.

მსგავსი სიახლეები