პროექტის პრეზენტაცია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის შესახებ
13 აპრილი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ზვიად ტიგინაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის შესახებ.
პროექტის სახელწოდებაა: „გლობალური დათბობის პირობებში საქართველოს წიწვოვანი ტყეების (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი) ფიტომასისა და დეპონირებული ნახშირბადის მარაგების განსაზღვრა, კონვერსიული კოეფიციენტების შედგენა."
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია გიორგი ვაჩნაძე.