პროფესიული პროგრამა აგრობიზნესის მენეჯმენტში

21 აგვისტო 2017


საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე - სერტიფიცირებული აგრობიზნესის მენეჯერი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე - სერტიფიცირებული აგრობიზნესის მენეჯერი.

პროგრამა შემუშავებულია ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ძირითად საკითხებს აგრობიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით და იმუშავებენ სხვდასხვა პროექტზე.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

  • აგრობიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, გადასახადები, ფინანსები, ბიუჯეტირება, ბიზნეს-გეგმა)
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნოლოგია
  • ხეხილოვანი კულტურების გაშენება და მოვლა
  • კომპიუტერული უნარები

სერტიფიკატი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული აგრობიზნესის მენეჯერი (Certified Agribusiness Manager). სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გავლილ მოდულებში დადებითი შეფასების მიღება.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პირისათვის 16 წლიდან, რომელთაც სურთ ცოდნის მიღება ან განახლება აგრობიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით.

პროგრამის ღირებულება: 1,400 ლარი. შესაძლებელია სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდა (თვეში - 350 ლარი).

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე (16 კვირა).

რეგისტრაცია: პროგრამაზე დასარეგისტრიდებლად შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია გრძელდება აგვისტოს ჩათვლით.

 

დაგვიკავშირდით:

თეა ხინჩაგაშვილი

 

ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@agruni.edu.ge

 

მობ: 579 494 848

 

 

მსგავსი სიახლეები