პროფესიული პროგრამა მევენახეობა-მეღვინეობაში
15 აგვისტო 2017
აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის აკადემია აცხადებს მიღებას მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ პროგრამაზე. პროგრამა შემუშავებულია ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად საკითხებს და მონაწილეობას მიიღებენ აგრარული უნივერსიტეტის ღვინის ფესტივალში.
მოდულების ჩამონათვალი
- პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
- მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
- ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
- ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
- ვენახის გაშენება და მენეჯმენტი
- ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია
- ღვინის დამუშავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები
- ღვინის მოვლა
- ღვინის მარკეტინგი და ხარისხის მენეჯმენტი
- ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა
- ღვინის დეგუსტაცია
- კომპიუტერული უნარები
- საწარმოო პრაქტიკა
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე (Cerified Viticulturist-Oenologist).
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თითოეულ მოდულში დადებითი შეფასების მიღება.
პროგრამა განკუთვნილია
მოქმედი მევენახე-მეღვინეებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის განახლება
სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია მევენახეობა-მეღვინეობაში
ნებისმიერი პირისათვის 16 წლიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.
პროგრამის ღირებულება
პროგრამის სწავლის საფასური შეადგენს 1,800 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდა (თვეში - 150 ლარი).
რეგისტრაცია
პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 570 10 56 06 ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაცია გრძელდება 2017 წლის 15 სექტემბრამდე.
სწავლის დაწყების თარიღი:
25 სექტემბერი, 2017
პროგრამას ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" (MCA-G) საგრანტო პროგრამის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. სრულად განახლდა და აღიჭურვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია და ღვინის ტრადიციული მარანი. ასევე, თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა მევენახეობა-მეღვინეობის 4 სასწავლო ლაბორატორია, სადაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები.