პროფესიული პროგრამა - სერტიფიცირებული მებაღე

25 დეკემბერი 2017

აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობაში პროფესიული პროგრამის მიზანია მსმენელმა  თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი.

პროგრამა განკუთვნილია მოქმედი მებაღეებისათვის.

ლექციებს წაიკითხავენ აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და ზურა შევარდნაძე.

საგნების ჩამონათვალი:

  1. 1.        ლანდშაფტის დიზაინი
  2. 2.        დეკორატიულ მცენარეთა მავნებელ-დაავადებები
  3. 3.        ნიადაგმცოდნეობა
  4. 4.        აგროქიმია

სერტიფიკატი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ აგრარული უნივერსიტეტისა და გარდენიას ერთობლივ სერტიფიკატს. სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მსმენელმა თითოეულ საგანში დადებითი შეფასება მიიღოს.

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ:

  • სამუშაო დღეებში (ორჯერ) - 19:00 - 21:10
  • შაბათს 10:00 – 14:40

პროგრამის ღირებულება

პროგრამის სწავლის საფასური – 600 ლარი. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

სწავლის დაწყების თარიღი:

9 იანვარი, 2018

საკონტაქტო პირი:

მერი გოგოლაძე

ელ. ფოსტა: m.gogoladze@agruni.edu.ge

მობ: 555 16 72 15

მსგავსი სიახლეები