პროფესიული პროგრამა ვეტერინარიაში

16 აგვისტო 2017

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე ვეტერინარიაში. პროგრამა შემუშავებულია ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ვეტერინარიის ძირითად საკითხებს და იმუშავებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე.

მოდულების ჩამონათვალი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
• ცხოველთა ბიოლოგიური თავისებურებები
• ცხოველთა არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
• ცხოველთა გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა
• შინაური

 ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
• ვეტერინარული ქირურგია
• ფარმაკოლოგია
• პირველადი გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება და კრიტიკული მდგომარეობის მართვა
• მეანობა და გინეკოლოგია
• კომპიუტერული უნარები
• საწარმოო პრაქტიკა

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატების დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი (Certified Veterinary Technician). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვეტერინარი ტექნიკოსი არის პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი.

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გავლილ მოდულებში დადებითი შეფასების მიღება.

პროგრამა განკუთვნილია

• მოქმედი ვეტერინარებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის განახლება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება
• სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ვეტერინარიაში
• ნებისმიერი პირისათვის 16 წლიდან

პროგრამის ხანგრძლივობა

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს.

პროგრამის ღირებულება

პროგრამის სწავლის საფასური შეადგენე 1,800 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდა (თვეში - 200 ლარი).

რეგისტრაცია

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 570 10 56 06 ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია გრძელდება 2017 წლის 12 ოქტომბრამდე.

სწავლის დაწყების თარიღი:
16 ოქტომბერი, 2017

პროგრამას ახორციელებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" (MCA-G) საგრანტო პროგრამის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში.


პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა და 4 სასწავლო ლაბორატორია, სადაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები. 

მსგავსი სიახლეები