პროფესორ ასაფ სადეჰის საჯარო ლექცია

16 მაისი 2019

კამპუსში პროფესორმა ასაფ სადეჰმა (Asaf Sadeh) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "Agroecological research at the ARO: the functions of biodiversity in agroecosystems."

ლექციის თემა იყო მტაცებელი ბაღლინჯოების კანიბალიზმის საკითხი კალიფორნიაში. მომხსენებელმა ისაუბრა დაავადებათა ეკოლოგიაზე, მავნე ტკიპების ბიოკონტროლის მექანიზმებსა და ციტრუსების ფიტოსეიდებზე. ასევე განიხილა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევები: ველური ფუტკრები, ქიმიური ეკოლოგია და მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის სამოდელო წარმოება.

პროფესორი ასაფ სადეჰი არის აგროეკოლოგიის კვლევების კოორდინატორი Institute of Plant Sciences, Volcani Center-ში, ისრაელი.

პროფესორი ასაფ სადეჰი (Asaf Sadeh) ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: "Agroecological research at the ARO: the functions of biodiversity in agroecosystems."

ლექციის თემა იქნება მტაცებელი ბაღლინჯოების კანიბალიზმის საკითხი კალიფორნიაში. საუბარი იქნება დაავადებათა ეკოლოგიაზე, მავნე ტკიპების ბიოკონტროლის მექანიზმებსა და ციტრუსების ფიტოსეიდებზე. ასევე განხილული იქნება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევები: ველური ფუტკრები, ქიმიური ეკოლოგია და მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის სამოდელო წარმოება.

პროფესორი ასაფ სადეჰი არის აგროეკოლოგიის კვლევების კოორდინატორი Institute of Plant Sciences, Volcani Center-ში, ისრაელი.

მსგავსი სიახლეები