პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის წარმატებული პრეზენტაცია ავსტრიაში

02 მარტი 2015

8-15 თებერვალს ავსტრიაში, (ზელტვეგში, გრაცსა და ვენაში) ევროკავშირის RERAM-ის პროექტის ფარგლებში, კონცერსიუმში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა რიგითი მესამე შეხვედრა შედგა.

მეტყევე მეცნიერებმა სხვადასხვა საკითხების განხილვასთან ერთად, 14 თებერვალს ქართული დღე მოაწყეს, სადაც საქართველოს შესახებ 55 წუთიანი ვიდეო აჩვენეს.

ასევე, საზოგადოებამ მოისმინა პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის კვლევის შედეგები "საქართველოს სატყეო სექტორის შეფასება გლობალური დონეზე", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კანდელაკს სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადაეცა RERAM-ის სპეციალური 50 საათიანი კურსის "რესურსებისა და ენერგიის ეფექტიანი და ინდუსტრიული მოხმარების" გავლის საერთაშორისო სელტიფიკატი.

გადაწყდა, რომ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ჩვევების, საქართველოს ხის დამამუშავებელ საწარმოებში იმპლიმენტაციის მიზნით, შემდეგი შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს, რომელიც 14-18 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები