პროფესორ ვოლოდიმირ ტარაბარას საჯარო ლექცია და საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია

05 აპრილი 2019

კამპუსში აშშ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Michigan State University - MSU) პროფესორ ვოლოდიმირ ტარაბარას (Volodymyr Tarabara) საჯარო ლექცია: "წყლის ძალის მართვა: გარემოს ინჟინერიის როლი უსაფრთხო და მდგრად წყალმომარაგებაში" ჩატარდა.
 
ლექცია შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:
 
1. რეაქტიული განცალკევებისთვის რაც შეიძლება გამძლე მასალის ხელსაწყოს მოხმარების ხელშეწყობა;
 
2. დაბინძურების კონტროლისა და ვირუსების გამოვლენისთვის აუცილებელი დაფარვის დიზაინი;
 
3. ფოტორეაქციული მემბრანის ფილტრები წყლის ვირუსისგან გათავისუფლებისათვის.
 
შეხვედრაზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვატო ლეჟავამ პროფესორ ვოლოდიმირ ტარაბარას აგრარული უნვერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
 
ვოლოდიმირ ტარაბარა არის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil and Environmental Engineering) პროფესორი მიჩიგანის უნივერსიტეტში, რომლის კვლევების ინტერესებში შედის წყლის ხარისხის ინჟინერია დამყარებული მაღალტექნოლოგიური ნანომასალებითა და ბაქტერიოფაგებით მემბრანული გასუფთავების მეთოდებზე.
 
შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები