პროფესორი ვლადიმირ ტარაბარა კამპუსში
03 ნოემბერი 2014
4 ნოემბერს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვევა აშშ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Michigan State University - MSU) პროფესორი ვლადიმირ ტარაბარა (Volodymyr Tarabara).
იგი არის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil and Environmental Engineering) სპეციალისტი, რომლის კვლევების ინტერესებში შედის წყლის ხარისხის ინჟინერია დამყარებული მაღალტექნოლოგიური ნანომასალებითა და ბაქტერიოფაგებით მემბრანული გასუფთავების მეთოდებზე. ის ითვლება აშშ-ში ამ მიმართულების წამყვან სპეციალისტად და არის მრავალმილიონიანი სახელმწიფო გრანტების ხელმძღვანელი.
პროფესორ ტარაბარას აქვს მიღებული გრანტი Core US Fulbright Scholar Program Award, რის საფუძველზეც ის მომავალი 3 წლის განმავლობაში პერიოდულად აგრარულ უნივერსიტეტში იმუშავებს (ჯამში 6 თვეს დაყოფს) და უხელმძღვანელებს ახალ ლაბორატორიას, სადაც ჩატარდება წყლის გასუფთავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული კვლევები ზემოთხსენებული მეთოდებით.
კვლევითი ჯგუფის წევრები იქნებიან ჩვენი უნივერსიტეტის ინჟინერიისა და მიკრობიოლოგიის სპეციალობის თანამშრომლები.
მისი ამჟამინდელი ვიზიტის ხანგრძლივობა იქნება 1.5 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში კვლევების დაწყებასთან ერთად ის გეგმავს ლექციების ციკლის ჩატარებას.
დეტალურ ინფორმაციას პროფესორ ტარაბარას შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.