პროფესორმა ქრისტოფერ ლინგლმა საჯარო ლექცია ჩაატარა
23 აპრილი 2019
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში პროფესორმა ქრისტოფერ ლინგლმა ჩაატარა საჯარო ლექცია: „გარემოს შენარჩუნება: კერძო დაცვით თუ სახელმწიფო რეგულაციებით?“.
ქრისტოფერ ლინგლს ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში მიენიჭა 1977 წელს. მას შემდეგ, ის მუშაობდა აფრიკის, აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.
პროფესორ ლინგლის კვლევები ძირითადად ეხება პოლიტიკურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ეკონომიკას და ფოკუსირებულია განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებსა და საჯარო პოლიტიკის რეფორმებზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში. მის ნაშრომებს შეხვდებით წიგნების სახით, ასევე საერთაშორისო მედიასა და ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა: American Economic Review, Foreign Affairs, Journal for Studies in Economics and Econometrics, Kyklos და Pacific Review.