"ქართული ღვინო: გუშინ, დღეს, ხვალ..."

10 ივნისი 2014

აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი - ერთადერთი დედამიწა.

პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.

ლექციათა ციკლის ფარგლებში, 14 ივნისს 14:00 საათზე, #113 აუდიტორიაში ჩატარდება აგარარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. დავით ჩიჩუას ლექცია - "ქართული ღვინო: გუშინ, დღეს, ხვალ".

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები