ქართული სოიას თესლი და კონსულტაციები ფერმერებისთვის

28 აპრილი 2016

აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზები ფერმერებს და გლეხებს სთავაზობს ქართული სოიას თესლსა და აგროტექნიკურ კონსულტაციებს.
 
უნივერსიტეტის საცდელ ბაზებზე, მეცნიერებისა და სპეციალისტების ძალისხმევით ამოქმედდა ქართული, არაგენმოდიფიცირებული, სოიას თესლის წარმოება.
 
2013 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით დაიწყო ექსპედიცია ქართული სოიას ჯიშების მოსაძიებლად. საწარმოო დანიშნულებისთვის შეირჩა სამი ქართული, არაგენმოდიფიცირებული ჯიში, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობით. ეს ჯიშები ადაპტირებულია ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან და გამოირჩევა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ გამძლეობით.
 
თესლად დამუშავების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია. სათესლე მასალა გადის როგორც ხელით დამუშავებას, ასევე თანამედროვე დანადგარებზე წმენდას.
 
შედეგად, 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზებზე წარმოებული სოიას თესლის სერტიფიცირება. სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, წარმოების პროცესზე მიმდინარეობდა მუდმივი დაკვირვება ჯიშების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და სიწმინდეზე.

მსგავსი სიახლეები