ქართველ მეტყევე მეცნიერთა მიღწევების აღიარება
03 ნოემბერი 2014
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეტყევე მეცნიერთა ჯგუფი წარმატებულ საქმიანობას განაგრძობს ევროგაერთიანების საერთაშორისო, საკონცერსიუმო RERAM-ის პროექტის ფარგლებში.
პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ლვოვიდან (უკრაინა), სადაც წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო სამეთვალყურეო კომიტეტის მე-2 სხდომის მუშაობაში და ექსპერტ მამუკა ხოშტარიასთან ერთად დაესწრო რესურსდამზოგავი მიმართულების 6-დღიან ტრეინინგს.
კომიტეტის სხდომაზე, ერთხმად აღიარეს საქართველოს მხრიდან მონაწილე მეტყევე მეცნიერთა მიღწევები და მიიღეს გადაწყვეტილება 9 ქვეყნიდან პირველებს მიეცეთ ტრიბუნა პროექტის მიღწევების გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
პრეზენტაციის გაკეთება დაევალა პროფესორ თეიმურაზ კანდელაკს კომიტეტის მე-3 სხდომაზე, რომელიც გაიმართება ავსტრიის ისტორიულ ქალაქ გრაცში 2015 წლის 9-13 თებერვალს.
ქართველი პარტნიორების დამსახურებით ასევე გადაწყდა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე სამეთვალყურეო კომიტეტის შემდგომი მე-4 სხდომა თბილისში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი და მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი მეტყევეობაში - გიორგი ქავთარაძე პერსონალურად მიწვეულები არინ და მონაწილეობას მიიღებენ ყაზანში (რუსეთი) 17-19 ნოემბერს გაეროს სატყეო ეკონომიკური კომისიის კონფერენციაზე.
პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი პლენარულ დისკუსიაზე ევროპარტნიორობის ფარგლებში სატყეო დარგის განვითარების საკითხებზე პარტნიორებს ახალ რეკომენდაციებს მიაწვდის.