ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების წარმატება

25 აპრილი 2017

აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, ბაჩო შაშიკაძე, გიორგი წიკლაური და დავით თედიაშვილი ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში, სწავლას ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე გააგრძელებენ.
ამჟამად სტუდენტები აგრარულ და საბუნებისმეტყველო სკოლის ქიმიის მიმართულებაზე სწავლას ასრულებენ და ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სექტებრიდან, 2 წლით გაემგზავრებიან ევროპაში.
ბაჩო შაშიკაძე ნანო ნაწილაკების სამედიცინო და ინდუსტრიული გამოყენების სამაგისტრო პროგრამაზე თითო სემესტრს საფრანგეთსა და პოლონეთში გაივლის, დარჩენილ ორ სემესტრს კი იტალიაში.
გიორგი წიკლაური ანალიზური ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე ესტონეთსა და შვედეთში ისწავლის, ხოლო დავით თედიაშვილი იგივე პროგრამას ესტონეთსა და ფინეთში.
სტუდენტების არჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე ერასმუს პლუსის პროგრამის ფარგლებში მთელი მსოფლიოდან სულ 20 ვაკანტური ადგილი იყო, საიდანაც სამი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს.
ვულოცავთ სტუდენტებს და წარმატებებს ვუსურვებთ!

მსგავსი სიახლეები